ხმაური სამგორის რაიონის გამგეობაში
ხმაური იყო სამგორის რაიონის გამგეობაში. მას შემდეგ, რაც მიწის ფართობის უკანონოდ მითვისების ფაქტებზე მოქალაქეები გააფრთხილეს და აუხსნეს, რომ ფართებს ჩამოართმევენ, ამას მოსახლეობის უკმაყოფილება მოჰყვა. მათ მოითხოვეს უკანონოდ მითვისებული ტერიტორიების დაკანონება, რაც სიტყვიერი დაპირისპირების მიზეზი გახდა.
