დაკავება თაღლითობის ბრალდებით
შინაგან საქმეთა სამინისტრომ, ქუთაისში თაღლითობის ბრალდებით ერთი ადამიანი დააკავა. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული ქალი, სხვადასხვა დროს, რამდენიმე მოქალაქის კუთვნილ დიდი ოდენობით თანხას, ჯამში, დაახლოებით 50 ათას ლარს თაღლითურად დაეუფლა. დანაშაული 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
