ტურიზმის აღდგენის სტატისტიკა
2022 წლის იანვარში საქართველომ, საერთაშორისო მოგზაურებისგან 114 მილიონი დოლარის შემოსავალი მიიღო. 2021 წლის იანვართან შედარებით, შემოსავლები გაზრდილია 103 მილიონ დოლარზე მეტით. 2022 წლის იანვარში საქართველოში 199 393 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი შედგა, რაც 2019 წლის მონაცემთან შედარებით, 38 პროცენტიანი აღდგენაა. 2021 წელთან შედარებით კი ზრდა 471 პროცენტს შეადგენს. ხოლო იანვარში საერთაშორისო ტურისტული ვიზიტების რაოდენობამ 163 615 შეადგინა. აღდგენა, 2019 წლის მონაცემთან შედარებით, 53 პროცენტია, ხოლო 2021 წელთან შედარებით, ზრდა 456 პროცენტს შეადგენს.
