ხმაური სამგორის რაიონის გამგეობაში
ხმაური სამგორის რაიონის გამგეობაში. მას შემდეგ რაც მიწის ფართობის უკანონოდ მითვისების ფაქტებზე მოქალაქეები გააფრთხილეს და აუხსნეს, რომ ფართებს ჩამოართმევენ, ამას მოსახლეობის უკმაყოფილება მოჰყვა. მათ მოითხოვეს უკანონოდ მითვისებული ტერიტორიების დაკანონება, რაც სიტყვიერი დაპირისპირების მიზეზი გახდა. ადგილზე იმყოფებოდა სამგორის რაიონის გამგებელი. კახა სამხარაძემ შეკრებილებს გამგეობის გადაწყვეტილება გააცნო და მოსახლეობას ქირით უზრუნველყოფის პროგრამა შესთავაზა.
