ზუგდიდის საკრებულოს ახალი თავმჯდომარე ჰყავს
ზუგდიდის საკრებულოს ახალი თავმჯდომარე ჰყავს. ქართული ოცნება აცხადებს, რომ ნაციონალურ მოძრაობასა და გახარიას პარტიას შორის მორიგი ალიანსი გაფორმდა. მომდევნო 4 წლის განმავლობაში საკანონმდებლო ორგანოს, პარტია საქართველოსთვის წევრი, გიგა ფარულავა უხელმძღვანელებს. მას 25-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი. სხდომას ესწრებოდა ქართული ოცნება, თუმცა კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია .
