"ქართული ოცნება" ქართულ პოლიტიკაში ქალის როლს აძლიერებს
"ქართული ოცნება" ქართულ პოლიტიკაში ქალის როლს აძლიერებს. მმართველი პარტიის განაცხადი ქალთა ორგანიზაციის დაფუძნებით უნდა დასრულდეს. ამ მიზნით, უკვე მეორე დღეა ქართული ოცნების თავმჯდომარე გუნდის სხვა ლიდერებთან ერთად, რეგიონებში შეხვედრებს მართავს. ამჯერად, ირაკლი კობახიძე კახეთში ჩავიდა და ორგანიზაციის მომავალ წევრებს შეხვდა. სახელისუფლებო პარტიამ ქალთა მოძრაობის დაფუძნებაზე განაცხადი გუშინ გააკეთა და ამ გზავნილით, პოლიტიკაში ქალების მხარდაჭერას გაუსვა ხაზი.
