დედაქალაქში მოსული ნალექის გამო, „თბილსერვის ჯგუფი“ გზის გაწმენდის სამუშაოებს ახორციელებს
დედაქალაქში მოსული ნალექის გამო, „თბილსერვის ჯგუფი“ გზის გაწმენდის სამუშაოებს ახორციელებს. ცენტრალური და საუბნო გზების გაწმენდის პროცესს თბილისის მერი კოჯორში დაესწრო. „სამუშაოები დილის ხუთი საათიდან მიმდინარეობდა. წყნეთში, კოჯორსა და მიმდებარე სოფლებში ცენტრალური გზები გასუფთავებულია. ამჟამად მიმდინარეობს შიდა საუბნო გზების გაწმენდა. დაახლოებით, 120 ტონა ტექნიკური მარილი გამოვიყენეთ ამ სამუშაოებისთვის. მთავარია, რომ გადაადგილება უკვე თავისუფლად არის შესაძლებელი.
