ჯანდაცვის მინისტრის კომენტარი
შეუძლებელია, პრემიერ-მინისტრი იყოს ანტივაქსერი, ორჯერ არის აცრილი და პირიქით, ძალიან აქტიურად იყო ჩართული ვაქცინაციასთან დაკავშირებულ ყველა კამპანიაში, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტების შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა. ზუსტად გავიგე, რაც პრემიერმა იგულისხმა. „ომიკრონის“ შემთხვევაში, რადგან ჩვენ გვაქვს ისეთი ვაქცინები, რომელიც ამ ახალ შტამთან დაკავშირებით გადადების რისკს ნაკლებად აზღვევს, მან თქვა ის, რომ ინფიცირების შემთხვევაში, ძალიან მსუბუქად გადაიტანა, რადგან ორჯერ იყო ვაქცინირებული - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.
