ომის რისკი - ვითარება უკრაინაში
უკრაინაში საომარი მოქმედებების დაწყების მაღალი რისკის გამო, ათზე მეტი სახელმწიფო საკუთარ მოქალაქეებს ქვეყნის დაუყონებლივ დატოვებისკენ მოუწოდებს. დიპლომატიური მისიები კიევიდან ლვოვში გადააქვს შეერთებულ შტატებს, კანადასა და ავსტრალიას. უკრაინას ტოვებs ეუთოს სადამკვირვებლო მისიის თანამშრომელთა ნაწილი. ამ ვითარებაში საგანგებო რეჟიმში მუშაობს კიევში საქართველოს საელჩო. საქართველოს მოქალაქეებს კი, უკრაინაში საქართველოს ელჩი მოუწოდებს რამდენიმე დღით თავი შეიკავონ უკრაინაში მოგზაურობისგან, ვინაიდან ავიამიმოსვლა ამ ეტაბზე შეფერხებებით მიმდინარეობს და შესაძლოა რეისების გადადებამ ან გაუქმებამ მათ დამატებითი პრობლემები შეუქმნას. უკრაინაში კრიზისის მშვიდობიანი გზით მოსაგვარებლად, ძალისხმევას აძლიერებს დასავლეთი.