ტრადიციულად, სასესიო კვირის დასაწყისში, პარტია ქართული ოცნების ცენტრალურ ოფისში უმრავლესობის სხდომა გაიმართება
ტრადიციულად, სასესიო კვირის დასაწყისში, პარტია ქართული ოცნების ცენტრალურ ოფისში უმრავლესობის სხდომა გაიმართება. ერთ-ერთი თემა რაზეც მმართველი გუნდის წევრები იმსჯელებენ დეპუტატებისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხია. პარლამენტი კი, ბადრი ჯაფარიძის, ელენე ხოშტარიასა და შალვა ნათელაშვილის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტაზე, საბოლოო გადაწყვეტილებას ხვალ, პლენარულ სხდომაზე მიიღებს.
