აქციონერის მიმართვა "თიბისი ბანკს"
თიბისი ბანკის აქციონერი იან მალქოლმ ჰოქი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეს, არნე სტენ ბერგრენსა და გენერალურ დირექტორს, ვახტანგ ბუცხრიკიძეს საგანგებო განცხადებით მიმართავს. მიმართვაში საუბარია, სასამართლოს გადაწყვეტილებაზე, ხაზარაძე-ჯაფარიძის მიმართ და გამოთქმულია, შეშფოთება ბანკის ირგვლივ მიმდინარე პროცსებზე. ამ გადაწყვეტილებით ჩემთვის ნათელი გახდა, რომ დასახელებულმა აქციონერებმა, ისარგებლეს რა ბანკის მენეჯმენტის მართვაზე წვდომით, არამართლზომიერად მიითვისეს ბანკის კუთვნილი 16 მილიონ აშშ დოლარზე მეტი თანხა და, მიუღებელ შემოსავალსაც თუ გავითვალისწინებთ, ბანკი თითქმის 40 მილიონი აშშ დოლარით აზარალეს - ნათქვამია, მიმართვის ტექსტში
