დასაქმების პროგრამა
პირველი მარტიდან სოციალური შემწეობის მიმღებ შრომისუნარიანი პირებისთვის, საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმების მასშტაბური პროგრამა დაიწყება. დასაქმებულებს, სოციალური დახმარება არ შეუწყდებათ და საარსებო შემწეობა, ოთხი წლის განმავლობაში შეუნარჩუნდებათ. სულ დასაქმდება ორასი ათასზე მეტი ადამიანი. პროგრამაში ჩართული თითოეული მოქალაქე, დამატებით 300 ლარს მიიღებს.
