უნგრეთმა შესაძლოა ევროკავშირი დატოვოს
უნგრეთმა შესაძლოა ევროკავშირი დატოვოს. პრემიერ მინისტრმა პირველი მინიშნება გააკეთა და ევროკავშირზე თქვა რომ კანონის უზენაესობის სახელით, წმინდა ომს, ჯიჰადს ეწევა. 12 თებერვალს მომხრეების წინაშე სიტყვით გამოსვლის დროს ვიქტორ ორბანმა განაცხადა, რომ ევროკავშირმა „ტოლერანტობა“ უნდა გამოავლინოს უნგრეთის მიმართ, წინააღმდეგ შემთხვევაში, პრემიერ-მინისტრის აზრით, შეუძლებელი გახდება ერთ გზაზე სვლის გაგრძელება.
