დასავლეთი, უკრაინაში ვითარების ესკალაციის შესახებ საუბრობს
დასავლეთი, უკრაინაში ვითარების ესკალაციის შესახებ საუბრობს. განგაშის საფუძველს, შეერთებულ შტატებს სადაზვერვო ცნობები აძლევს. მოსკოვი კი მსგავს გეგმებს უარყოფს და დასავლეთს „ისტერიაში“ ადანაშაულებს. იზრდება იმ ქვეყნების სია, რომლებიც დიპლომატიურ მისიებს, უკრაინის დატოვების რეკომენდაციას აძლევენ. დიპლომატიური მიგრაციის ფონზე დასავლეთი უკრაინის მხარდაჭერას როგორც სამხედრო ისე დიპლომატიურ ასპარეზზე განაგრძობს.
