მიწისძვრის შედეგად, დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ შახ მარლოში, შაბან კოჯაევის საცხოვრებელი სახლის კედელი ჩამოინგრა
მიწისძვრის შედეგად, დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ შახ მარლოში, შაბან კოჯაევის საცხოვრებელი სახლის კედელი ჩამოინგრა. რამდენიმე სოფელს დროებით შეუწყდა ელექტრო მომარაგება. საქართველოში ძლიერი მიწისძვრა, რომლის სიმძლავრე 6,2 მეათედი მაგნიტუდა იყო, თბილისის დროით 22 საათსა და 25-თ წუთზე მოხდა. მიწისქვეშა ბიძგების ეპიცენტრი სოფელ სამებასთან დაფიქსირდა. ამის შემდეგ, ხანმოკლე ინტერვალით, ბიძგები კიდევ ორჯერ განმეორდა. შემდგომი ბიძგები ნაკლები სიმძლავრის იყო.
