საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა რაგბი ევროპის 2022 წლის სეზონში პირველი გამარჯვება მოიპოვა
საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა რაგბი ევროპის 2022 წლის სეზონში პირველი გამარჯვება მოიპოვა და ამსტერდამში, ნიდერლანდების ნაკრებს დიდი ანგარიშით, 72:10 მოუგო. „ბორჯაღალოსნებმა“ მეტოქეს 12 ლელო დაუდეს და ბონუს ქულა მოიპოვეს. მაისაშვილის გუნდიდან ჰეთ-თრიქი ოთარ გიორგაძემ შეასრულა. დუბლები ვასილ ლობჟანიძემ, გიორგი ჭყოიძემ და აკა ტაბუცაძემ გაიფორმეს, ხოლო თითო ლელო თორნიკე ჯალაღონიას, ლუკა ჯაფარიძისა და მირიან მოდებაძის ანგარიშზეა. ორი ტურის შემდეგ ჩვენი ქვეყნის გუნდს 7 ქულა აქვს და ჯგუფში მეორე ადგილზე იმყოფება. საქართველოს ნაკრები მომდევნო შეხვედრას 27 თებერვალს, თბილისში, რუსეთის ნაკრების წინააღმდეგ ჩაატარებს.