ომის მაღალი რისკი და სამხედრო დაპირპისრების განახლების ყოველწუთიერი საფრთხე უკრაინაში
ქვეყნის საზღვართან 130 000-ზე მეტი რუსი სამხედრო დგას და კრემლიდან ბრძანების გაცემას ელოდება. ამერიკის შეერთებული შტატები, ნატო და ევროკავშირი კრემლს აფრთხილებენ, რომ ომის დაწყებას რუსეთისთვის უმძიმესი შედეგები ექნება და პუტინს მოუწოდებენ დეესკალაციისკენ ნაბიჯები სწრაფად გადადგას. პარალელურად ნატო აღმოსავლეთ ფლანგზე ალიანსის სამხედრო კონტინგენტს აძლიერებს და ამბობს რომ ყველა შესაძლო სცენარისთვის ემზადება. ქრონიკასთან შექმნილ საგანგაშო სიტუაციაზე ლიეტუვას ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი საუბრობს. ლინას ლინკევიჩიუსი აცხადებს, რომ რუსეთის უკან დახევა მხოლოდ საერთაშორისო საზოგადოების ერთიანობას შეუძლია
სიუჟეტის ავტორი: ქეთევან ქარდავა
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
