დანიის ჯანდაცვის სამინისტრო გაზაფხულზე ვაქცინაციის დასრულებას გეგმავს
ინფორმაციას ქვეყნის ჯანდაცვის უწყება ავრცელებს. „კორონავირუსის მესამე ტალღა დასასრულს უახლოვდება. ვაქცინაციის მაღალი მაჩვენებელი, მათ შორის გამოყენებული ბუსტერ დოზების რაოდენობა, საშუალებას გვაძლევს ინფიცირებულთა მზარდ რიცხვს გავუმკლავდეთ. ამჟამად არასრულწლოვნების ბუსტერ დოზით ან რისკჯგუფების მეოთხე დოზით აცრის აუცილებლობა არ არსებობს. ვაქცინაციის დასრულებას გაზაფხულზე ვგეგმავთ“, - აცხადებენ უწყებაში.
