საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ოქსფორდის უნივერსიტეტს ეწვია
საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია გაერთიანებულ სამეფოში ვიზიტის ფარგლებში ოქსფორდის უნივერსიტეტს ეწვია. საპარლამენტო დელეგაციასა და ელჩს სოფიო ქაცარავას ოქსფორდის უნივერსიტეტის ბოდლის ბიბლიოთეკის ხელმძღვანელმა რიჩარდ ოვენდენმა და აღმოსავლეთ მცოდნეობის განყოფილების უფროსმა, ჯილიან ევისონმა უმასპინძლეს.
