არის თუ არა ომიკრონი პანდემიის ფინალი
"ომიკრონის" შტამი შესაძლოა მსოფლიო პანდემიის დასასრული აღმოჩნდეს. დამაიმედებლი პროგნოზი უცხოელ ეპიდემიოლოგებს ეკუთვნის, თუმცა სხვა რეალობაზე საუბრობენ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციაში, სადაც არ გამორიცხავენ კორონა ვირუსის ახალი ვარიანტების გავრცელებას. მეცნიერები გვაფრთხილებენ, რომ ნებისმიერი პანდემიის დასრულება არა ბიოლოგიასა და მედიცინაზე, არამედ ჩვენზე და ჩვენსავე სოციალურ ქცევებზეა დამოკიდებული.
