სასტიკი დანაშაული კახეთში - მოკლულია ცოლ-ქმარი
კახეთში ცოლ - ქმრის მკვლელობისთვის დამნაშავე მამაკაცს ამ დრომდე ეძებენ. 34 წლის მწყემსი იდენტიფიცირებულია. ძებნის ოპერაცია ქვეყნის მასშტაბით გრძელდება. სოფელ კონდოლში, შემთხვევის ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები დასრულდა. სამართალდამცველბმა ტრაგედიის ადგილიდან რამდენიმე მნიშვნელოვანი მტკიცებულება ამოიღეს და მეზობლები დაკითხეს.
