ბოლო ხუთი დღის კოვიდსტატისკის მიხედვით, ყველაზე ნაკლები ადამიანი დღეს დაინფიცირდა
ბოლო ხუთი დღის კოვიდ სტატისკის მიხედვით, ყველაზე ნაკლები ადამიანი დღეს დაინფიცირდა, თუმცა ეს მძიმე ეპიდვითარებას არ ცვლის. ქვეყანა ვირუსის გავრცელების მეექვსე ტალღის პიკშია, რასაც გარდაცვალების შემთხვევათა რიცხვიც ამძაფრებს. ვირუსს კიდევ 55 ადამიანი ემსხვერპლა. სპეციალისტების განმარტებით, ეს ძირითადად დელტა შტამს უკავშირდება. ამ დროისთვის ქვეყანაში უმეტესად "ომიკრონის" ვარიანტის ორი ქვეტიპი ცირკულირებს, რომელიც ჯანდაცვის სისტემას ახალი გამოწვევების წინაშე აყენებს.
