სტოლტენბერგი საქართველოზე
ნატოს გენერალური მდივანი ოფიციალური ვიზიტით რუმინეთშია. იენს სტოლტენბერგი ქვეყნის პრეზიდენტს შეხვდა და რუსეთიდან მომავალ საფრთხეზე ისაუბრა. ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურმა მდივანმა განაცხადა, რომ შავი ზღვის რეგიონი, სადაც ნატოს ორი პარტნიორი ქვეყანა, საქართველო და უკრაინა მდებარეობს, ორგანიზაციისთვის სტრატეგიულ მნიშვნელობას ატარებს.
