აქცია "ანტივაქსერების" წინაარმდეგ
კოვიდშეზღუდვებთან დაკავშირებით გერმანიის მთავრობას მხარდაჭერა და სოლიდარობა ათასობით ადამიანმა მიუნხენში ანთებული ფანრებითა და სანთლებით გამოუცხადა. ოდეონპლატცზე შეკრებილების განცხადებით, გასაოცარია, რომ პანდემიის ასეთი მსხვერპლის ფონზე ადამიანების ნაწილი ჯერ კიდევ კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს მეცნიერებას და ვირუსის არსებობას. ღონისძიების ორგანიზატორთა თქმით, მათ აქცია ანტივაქსერული მოძრაობის წინააღმდეგ გამართეს და კოვიდ-19-ის მსხვერპლთა ხსოვნას მიუძღვნეს.
