საქართველოს პრეზიდენტი ქალ პოლიტიკოსებსა და არასამთავრობო ორგანიზაციების ქალ წარმომადგენლებს შეხვდა
საქართველოს პრეზიდენტი ქალ პოლიტიკოსებსა და არასამთავრობო ორგანიზაციების ქალ წარმომადგენლებს შეხვდა. შეკრება ეროვნული თანხმობის იდეას ეძღვნებოდა, თუმცა პრეზიდენტმა უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციის შესახებაც ისაუბრა. სტუმრები კი ისეთ საკითხებს შეეხნენ, რომელზეც ამ ფორმატში მსჯელობა სურთ. ხოშტარიასა და ბურჯანაძის პარტიებმა პრეზიდენტს ფორმატი დაუწუნეს და შეხვედრა დაწყებიდან ერთ საათში დატოვეს.
