რეჟისორი გოგა ხაინდრავა გუშინ სასამართლო პროცესზე მსჯავრდებული სააკაშვილის განცხადებებს ეხმაურება
რეჟისორი გოგა ხაინდრავა გუშინ სასამართლო პროცესზე მსჯავრდებული სააკაშვილის განცხადებებს ეხმაურება და მის სიტყვით გამოსვლას აბსურდს უწოდებს. მისი განცხადებით, იმ ფონზე, რომ რუსეთის საჯარისო ფორმირებები თბილისიდან სულ რამდენიმე კილომეტრში იმყოფებიან, ყველაზე დიდი გონიერება სწორედ პოლიტიკოსებს მართებთ, თუმცა ოპოზიციური პარტიების ნაწილი ქვეყნის ინტერესების დაზიანების მცდელობებით არის დაკავებული.
