კოვიდინფიცირებულებისა და მათი კონტაქტებისთვის იზოლაციის და კარანტინის ვადები მცირდება
კოვიდინფიცირებულებისა და მათი კონტაქტებისთვის იზოლაციის და კარანტინის ვადები მცირდება. გადაწყვეტილება დღეს იმუნიზაციის საბჭომ მიიღო. საუბარია იმ ადამიანებზე, რომლებიც დასაქმებულები არიან სტრატეგიული დანიშნულების დაწესებულებებში, როგორებიცაა სამედიცინო სექტორი, საგანმანათლებლო დაწესებულებები და ძალოვანი უწყებები.
