შალვა ნათელაშვილმა პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილება მიიღო
შალვა ნათელაშვილმა პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილება მიიღო. ლეიბორისტული პარტიის ლიდერი საკანონმდებლო საქმიანობაში ჩართვას გეგმავს და აცხადებს, რომ მისთვის სადეპუტატო მანდატის გაუქმების საფუძველი არ არსებობს. თემას შეფასებები მოჰყვა პარლამენტში. ოპოზიცია ამბობს, რომ ლეიბორისტული პარტიის წარმომადგენლის საკანონმდებლო საქმიანობაში ჩართვა მისასალმებელია, რაც შეეხება მმართველი პარტიის წარმომადგენელთა პოზიციას, ისინი აცხადებენ, რომ საკითხი კანონის და რეგლამენტის შესაბაისად გადაწყდება
