საკრებულოს უპრეცედენტო სხდომა
სენაკის საკრებულოში მომხდარი იმდენად დაუჯერებელია, ვინმემ შეიძლება იფიქროს, რომ ეს ხუმრობაა - ასე ეხმაუერება გუშინ სენაკში გავიტარებულ პროცესებს, ქართული ოცნება. მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ „ნაცმოძრაობის“ და მასთან შეზრდილი გახარიას პარტიის არითმეტიკით, 16 არის 33-ის ნახევარზე მეტი. მისივე თქმით, შემთხვევა კომიკურია და უპრეცედენტოა ცივილიზებული სამყაროს როგორც პოლიტიკის, ისე სამართლის ისტორიაში. მე შეგახსენებთ, რომ გუშინ სენაკის საკრებულოში „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და გახარიას პარტიამ, მიუხედავად იმისა, რომ ქვორუმი ვერ შედგა, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები, არა ხმათა უმრავლესობით, ანუ 17 დეპუტატით, არამედ საკრებულოს 16 დეპუტატის მონაწილეობით მიიღეს.
