გელათის სამონასტრო კომპლექსი
გელათის მონასტერში კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მოწვევით მომუშავე საერთაშორისო ექსპერტების მიერ განხორციელებულ კვლევებს, მათ მიერ შერჩეულ მეთოდოლოგიასა და ჩატარებულ გადაუდებელ სამუშაოებს კულტურული მემკვიდრეობის საერთაშორისო საბჭო დადებით შეფასებას აძლევს. ოთხმა იტალიელმა ექსპერტმა გელათის სამონასტრო კომპლექსში წარმოქმნილი პრობლემების შესწავლა, ადგილზე ვიზიტები, ნიმუშების აღება და მათი ექსპერტიზა გასულ წელს სხვადასხვა დროს განახორციელა.
