"იმედის" საინფორმაციო სამსახურის განცხადება
ქრონიკის 8 საათიან გამოშვებაში, დაშვებულ იქნა შეცდომა, კერძოდ , სიუჟეტის" - ქართული მაწონი "მაცუნის" წინააღმდეგ წარდგენისას, გამოყენებულ იყო ფოტო, რომლის წარწერაც არ ასახავს ორიგინალს. განვმარტავთ, რომ ეს იყო ტექნიკური დაუდევრობა. ტელეკომპანია იმედის საინფორმაციო სამსახური, წუხილს გამოთქვამს და ბოდიშს იხდის დაშვებული შეცდომის გამო. სიუჟეტის ეს ნაწილი, ამოღებულია ჰოლდინგის ყველა სოციალური პლატფორმიდან.