სამხედრო საკონტრაქტო სამსახურში მიღება იწყება
სამხედრო საკონტრაქტო სამსახურში მიღება იწყება . 4-წლიან საკონტრაქტო სამხედრო სამსახურში მიიღებიან 18-დან 36 წლამდე საქართველოს მოქალაქეები. სამხედროები უზრუნველყოფილი იქნებიან ნატოს სტანდარტების უმაღლესი ხარისხის უნიფორმით, სამხედრო აღჭურვილობით, კვებით, უფასო სამედიცინო მომსახურებით, სოციალური და სამართლებრივი დაცვით. უწყებაში აცხადებენ, რომ მოტივაციის ამაღლების მიზნით იქმნება საუკეთესო პირობები, უმჯობესდება განათლების შესაძლებლობები და იხვეწება კარიერული წინსვლის სისტემა, იზრდება ხელფასები და ვითარდება სოციალური დაცვის გარანტიები.
