პეკინის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე მორის ყვითელაშვილმა გამოსვლა მეათე ადგილზე დაასრულა
პეკინის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე მორის ყვითელაშვილმა გამოსვლა მე-10 ადგილზე დაასრულა. ფიგურულ ციგურაობაში მამაკაცთა შორის მედლებისთვის 24 სპორტსმენი იბრძოდა. ყვითელაშვილმა თავისუფალ პროგრამაში 170.64 ქულა დაიმსახურა და საერთო ჯამში 268.82 ქულით, საუკეთესო ათეულში შევიდა
