უკრაინამ შეერთებული შტატებისა და დიდი ბრიტანეთისგან სამხედრო დახმარების მორიგი პარტია მიიღო
უკრაინამ შეერთებული შტატებისა და დიდი ბრიტანეთისგან სამხედრო დახმარების მორიგი პარტია მიიღო. ამის შესახებ ქვეყნის თავდაცვის მინისტრმა ალექსეი რეზნიკოვმა განაცხადა. მისივე თქმით, უკრაინაში შეერთებული შტატებიდან სამხედრო დახმარება უკვე მეცხრედ ჩავიდა. ამჯერად უკრაინამ 80 ტონა ვაზნა მიიღო, გაერთიანებულმა სამეფომ კი უკრაინას სხვადასხვა სახის აღჭურვილობა, მათ შორის, ჯავშანჟილეტები და ჩაფხუტები გაუგზავნა.
