კანადის პრემიერ-მინისტმა ოპოზიცია მწვავედ გააკრიტიკა
კანადის პრემიერ-მინისტმა ოპოზიცია მწვავედ გააკრიტიკა. მიზეზი კონსერვატორების მიერ კოვიდპასპორტების მოწინააღმდეგეთა მხარდაჭერა გახდა. სატვირთო მანქანების მძღოლების აქცია ოტავაში იანვრის ბოლოს დაიწყო. ვითარება უკონტროლო გახდა, რის გამოც დედაქალაქის მერს საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება მოუხდა.
