ამერიკის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ცენტრის დირექტორის, ენტონი ფაუჩის განცხადებით, კორონავირუსის აღმოფხვრა შეუძლებელია
ამერიკის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ცენტრის დირექტორის, ენტონი ფაუჩის განცხადებით, კორონავირუსის აღმოფხვრა შეუძლებელია. „ამ ვირუსის აღმოფხვრის შესაძლებლობა არ გვაქვს, მაგრამ ვიმედოვნებ, დადგება დრო, როდესაც გვეყოლება საკმარისი რაოდენობით ვაქცინირებული ადამიანი, რათა კოვიდშეზღუდვები მალე წარსულს ჩაბარდეს“, - აცხადებს ფაუჩი. მისივე თქმით, ამერიკის ყველა მოქალაქეს ვაქცინის გამაძლიერებელი დოზის გაკეთება რეგულარულად აღარ დასჭირდება და ბუსტერ დოზის მიღება ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე იქნება დამოკიდებული.
