მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების რიცხვმა 403 მილიონს გადააჭარბა
მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების რიცხვმა 403 მილიონს გადააჭარბა. ვირუსმა ხუთი მილიონ 800 ათასამდე ადამიანი იმსხვერპლა, 323 მილიონზე მეტი კი გამოჯანმრთელდა. კოვიდინფიცირების მაჩვენებლით მსოფლიოში კვლავ შეერთებული შტატები ლიდერობს, ევროპაში კი ყველაზე მეტი შემთხვევა საფრანგეთშია გამოვლენილი.
