მმართველ გუნდში სამთავრობო ცვლილებებს აფასებენ
მმართველ გუნდში სამთავრობო ცვლილებებს აფასებენ. „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ცვლილებებთან დაკავშირებით პარტიაში კონსულტაციები გაიმართა. ამ ეტაპზე კი რაიმე ახალი სამთავრობო ცვლილება არ იგეგმება. გუშინ პრემიერ-მინისტრმა ეკონომიკის მინისტრად ლევან დავითაშვილი , სოფლის მეურნეობის მინისტრად კი ოთარ შამუგია დანიშნა.
