ევროპარლამენტში დღეს ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის მეათე სხდომა გაიმართება
ევროპარლამენტში, დღეს ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის მეათე სხდომა გაიმართება. სხდომის მუშაობაში საქართველოს პარლამენტისა და ევროპარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციები ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის თანათავმჯდომარეების ხელმძღვანელობით მიიღებენ მონაწილეობას.
