პარლამენტის თავმჯდომარის ოფიციალური ვიზიტი გაერთიანებულ სამეფოში გრძელდება
პარლამენტის თავმჯდომარის ოფიციალური ვიზიტი გაერთიანებულ სამეფოში გრძელდება. დღეს დაგეგმილია შეხვედრა ვესტმინსტერის ფონდთან, სადაც მთავარი თემები უკრაინის კონფლიქტი, საქართველოს ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანება, ბიზნესის განვითარება და ბრიტანული ინვესტიციები იქნება. შალვა პაპუაშვილი უკვე შეხვდა ცნობილი ბრიტანული კვლევითი ცენტრის - გაერთიანებული მომსახურებების სამეფო ინსტიტუტის წარმომადგენლებს. პარლამენტის თავმჯდომარემ მიმოიხილა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული რთული ვითარება
