"ჩვენი მიზანი ევროპაში ომის თავიდან აცილებაა" - ეს განცხადება გერმანიაში სამმხრივი შეხვედრისას გაკეთდა
"ჩვენი მიზანი ევროპაში ომის თავიდან აცილებაა" - ეს განცხადება გერმანიაში სამმხრივი შეხვედრისას გაკეთდა, სადაც ოლაფ შოლცმა ემანუელ მაკრონსა და ანჯეი დუდას უმასპინძლა. გერმანიის, საფრანგეთისა და პოლონეთის პირველი პირები აღნიშნავენ, რომ "ნატოს" მოკავშირეები უკრაინის ირგვლივ შექმნილი ვითარების შეფასებაზე თანხმდებიან და მოსკოვთან დაძაბულობის დეესკალაციისთვის მუშაობას გააგრძელებენ.
