"უკრაინაში რუსეთის შეჭრის რისკი იზრდება" - ამის შესახებ განცხადება ნატოს გენერალურმა მდივანმა გააკეთა
უკრაინაში რუსეთის შეჭრის რისკი იზრდება - ამის შესახებ განცხადება ნატოს გენერალურმა მდივანმა ტელეკომპანია "სი ენ ენ"-თან ინტერვიუში გააკეთა. იენს სტოლტენბერგის თქმით, ზუსტი პროგნოზის გაკეთება ამ ეტაპზე შეუძლებელია, თუმცა მოსკოვი განაგრძობს უკრაინის საზღვრებთან უფრო მეტი სამხედრო ძალის მობილიზებას.
