ბოტანიკურ ბაღში საბავშვო სივრცის რეაბილიტაციის სამუშაოები დასრულდა
ტერიტორიაზე ვიზიტორებს შესაძლებლობა ექნებათ განსაკუთრებული მცენარეების დათვალიერების პარალელურად, საბავშვო გასართობი სივრცით ისარგებლონ. რეაბილიტირებულ მოედანზე სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფის ბავშვისთვის გასართობი ატრაქციონები და საინფორმაციო-საგანმანათლებლო აბრებია განთავსებული. საბავშვო სივრცის გახსნაზე ბოტანიკურმა ბაღმა ‘’ბასტი-ბუბუს’’ ბავშვების ჯგუფს უმასპინძლა.
