ტყიბულის მინდელის სახელობის შახტში მომხდარი შემთხვევის შესახებ პირველადი შედეგები ცნობილია
მმართველი კომპანიის საქნახშირის დირექტორმა მედიასთან პრესკომფერენცია გამართა. ამ ეტაპისთვის ცნობილია, რომ აფეთქება გამოიწვია ტექნიკური უსაფრთხოების ნორმების დარღვევამ შემთხვევის ადგილზე ასაფეთქებელი სამუშაოების წარმოებისას, ასევე საგაზო დაცვის სამსახურის მხრიდან აფეთქების ნებართვის გაცემისას. დასკვნაში აღნიშნულია, რომ ოსტატ- ამფეთქებლებმა დაარღვიეს სტანდარტი და სამუშაო თვითნებურად გადაინაწილეს , რამაც პრობლემები შექმნა.
