კიევში უცნობმა პირებმა საქართველოს იუსტიციის ყოფილ მინისტრს, ზურაბ ადეიშვილს სცემეს
ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. როგორც კიევის პოლიციაში აცხადებენ, ადეიშვილს ოთხი დაუდგენელი პირი დაესხა თავს, რომელიც მას შემდეგ რაც მას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს გაუჩინარდნენ. მათივე ინფორმაციით მიყენებული დაზიანების გამო აუცილებელი გახდა, ადეიშვილის ჰოსპიტალიზაცია. უკრაინული მედია წერს, რომ შესაძლოა ცემის ფაქტი, ადეიშვილის საქართველოში საქმიანობას უკავშირდებოდეს.
