"ფრირაიდი" საქართველოში
პირველად საქართველოში, კურორტ თეთნულდზე ფრირაიდის მსოფლიო ტურის საკვალიფიკაციო ეტაპები მიმდინარეობს. საკვალიფიკაციო ეტაპები მცირე 2-ვარსკვლავიან და დიდ 4-ვარსკვლავიან შეჯიბრებებს მოიცავს. მცირე შეჯიბრებაში ადგილობრივი და დამწყები, დიდ შეჯიბრებაში კი მსოფლიოს 20 ქვეყნის მაღალი რეიტინგის სპორტსმენები იასპარეზებენ. ღონისძიება ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროს, მთის კურორტების განვითარების კომპანიისა და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მხარდაჭერით იმართება. ფრირაიდი, იგივე თავისუფალი სრიალი სათხილამურო დისციპლინაა, რომელიც კონკრეტული დანიშნულებისა და წესების გარეშე ბუნებრივ, უსწორმასწორო ფერდობებზე ტარდება.
