ავსტრალიის პრემიერ-მინისტრმა გაერთიანებული სამეფოს დედოფალს ტახტზე ასვლის პლატინის იუბილე მიულოცა
95 წლის ელიზაბეტი მსოფლიოს უხუცესი მონარქია. იგი სამეფოს 70 წლის განმავლობაში მართავს. ელიზაბეტ მეორე სამეფო ტახტზე მამის ჯორჯ მე-6 გარდაცვალების შემდეგ ავიდა. მასშტაბური ღონისძიებები დედოფლის მმართველობის პლატინის იუბილესთან დაკავშირებით ივნისში იგეგმება.
