უკრაინის კრიზისის მშვიდობიანი გზით მოგვარების მიზნით, დასავლეთის ქვეყნების ლიდერების დიპლომატიური მარათონი გრძელდება
საფრანგეთის პრეზიდენტი რუს კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ კიევში ჩადის. ემანუელ მაკრონს ევროპის უსაფრთხოების საკუთარი გეგმა აქვს, რომელიც პუტინს გააცნო და ახლა ამ წინადადებებს ვოლოდიმერ ზელენსკისთან განიხილავს. მოსკოვი უკრაინაში შეჭრის გეგმებს უარყოფს, თუმცა საქართველოსა და უკრაინის ნატოში გაწევრიანებას ისევ ეწინააღმდეგება. მიუხედავად იმისა რომ დასავლეთისგან ნატოს კარის ჩაკეტვაზე უარი უკვე მიიღო
