კვების ობიექტების კონტროლი
სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტირების ჯგუფები, საზოგადოებრივი კვების ობიექტების სახელმწიფო კონტროლის განხორციელებისას, ინსექტირების პარალელურად, აქტიურად ამოწმებენ, აქვს თუ არა ობიქტებს კრიტიკული ანალიზისა და საკონტროლო წერტილების სისტემა დანერგილი. სააგენტოს ბაზაში მთელი ქვეყნის მასშტაბით რეგისტრირებულია 10 000-მდე ობიექტი, რომლებისთვისაც სავალდებულოა ამ სისტემის დანერგვა. სააგნეტოს ინსპექტორების მიერ ამ დროისთვის გაცემულია 1000-ზე მეტი რეკომენდაცია.
