,,ბათუმი ავარიული სახლების გარეშე”
ბინები აჭარის მთავრობისა და ბათუმის მერიის საბინაო ფონდიდან უკვე შერჩეულია. მთავრობის თავჯდომარემ და ბათუმის მერმა რურუას ქუჩაზე ავარიულ კორპუსში მცხოვრებ მოსახლეობას, გადაწყვეტილების შესახებ თავად გააცნეს. პროგრამის ფარგლებში ბათუმში არსებული ყველა ავარიული შენობა თანამედროვე ტიპის საცხოვრებელი კომპლექსით ჩანაცვლდება. პროგრამა 80 მილიონ ლარს მოიცავს, და ახალი საცხოვრებელი ბინით 2025 წლისთვის 3000 მდე ოჯახი დაკმაყოფილდება.
